ლავროვი ერევანში ჩავიდა

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ერევანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ჩავიდა.

დიპლომატი სომხეთში ანკარადან ჩავიდა, სადაც თურქ კოლეგასთან მოლაპარაკება გამართა.

დღეს ლავროვი სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს და პრეზიდენტ ვააგან ხაჩატურიანს შეხვდება.

მედია აღნიშნავს, რომ ლავროვის და მირზოიანის ეს უკვე მეხუთე მოლაპარაკება იქნება, 2021 აგვისტოში სომეხი დიპლომატის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ. მინისტრები ასევე რეგულარულად განიხილავენ საერთაშორისო და ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს ტელეფონით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები