ვოლოდიმირ ზელენსკი: დონბასის ბედი ახლა სევეროდონეცკში წყდება

სევეროდონეცკი უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება, სადაც დონბასის ბედი წყდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამ ეპოქის შედეგების მიხედვით, სრულმასშტაბიანი ომის 105-ე დღეს, სევეროდონეცკი რჩება დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და დიდ ზარალს ვაყენებთ მტერს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ეს ძალიან სასტიკი და რთული ბრძოლაა.

„ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლაა ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც თავს იცავს ამ მიმართულებით. ბევრი თვალსაზრისით იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები