ლანჩხუთში მულტიპროფილური კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.

კოლეჯი მულტიპროფილური იქნება, სადაც პროფესიული განათლების მსურველები შეძლებენ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინჟინერიის, განათლებისა და მომსახურების სფეროს პროფესიების დაუფლებას.

კოლეჯი 2022-2023 სასწავლო წლისთვის უკვე შეძლებს სტუდენტების მიღებას პროფესიულ პროგრამებზე. კოლეჯის ბაზაზე იგეგმება მოკლევადიანი და ინტეგრირებული პროგრამების განხორციელება ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების შესაბამისი დარგების მიმართულებით.

150 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტის” სასწავლო ბაზა იქნება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ დაათვალიერეს.

სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები