ზესტაფონში სოფელ განთიადის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზესტაფონში, სოფელ განთიადში ხუთ უბანთან დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასახლებაში მსგავსი მასშტაბის სამუშაოები პირველად ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა მოადგილესთან, გიორგი ჯუღელთან ერთად დაათვალიერა.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში გზის ზედაპირზე ბეტონის საფარი მოეწყო. სატენდერო ვალდებულებით, სასოფლო გზის აღდგენით სამუშაოებს შპს „ალპედე“ აწარმოებს.
„ზესტაფონში კიდევ ერთ სოფელს ექნება გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტირებული გზით 300 – მდე ოჯახი ისარგებლებს. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეძლებს, როგორ შიდა საუბნო გზებზე გადაადგილებას, სევე ქალაქის ცენტრთან დაკავშირებას“, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.
გზის მოწყობის სამუშაოები 20 22 წლის 15 ივლისამდე უნდა დასრულდეს.