სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ კულტურის სამსახურის უფროს ნატალია მანჯგალაძესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ თინათინ ხარძიანთან ერთად, შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამტრედიის საჯარო სკოლების დირექტორები და მერიის წარმომადგენლები.

დავით ბახტაძემ დეტალურად ისაუბრა საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

,, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწესრიგებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლები. 21 საუკუნეში სულ სხვა გამოწვევები და მოთხოვნებია. ასევე მინდა ხაზი გავუსვა არაფორმალური სწავლებისა და აქტივობების მნიშვნელობას. გთხოვთ ერთობლივად ვიზრუნოთ, ჩვენი მომავალი თაობის განვითარებისთვის“, –აღნიშნა დავით ბახტაძემ.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თინათინ ხარძიანმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც ჭადრაკის სკოლებში სავალდებულო სწავლებას გულისხმობს.

ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით სამტრედიის კულტურის სამსახურის უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ განახლებულ კალათბურთის სტადიონზე სკოლებს შორის შეჯიბრი 3/3–ზე დაანონსა. ასევე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები