მამუკა მდინარაძე: დაიშლება თუ არა „ნაცმოძრაობა“, არ ვიცი, მაგრამ მისი დეგრადაციის ხარისხი პარლამენტშიც ჩანს

“დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, არ ვიცი, მაგრამ მისი დეგრადაციის ხარისხი პარლამენტშიც ჩანს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ოპოზიცია, რომელიც მასთან საგნობრივ დისკუსიაში შევა – პრაქტიკულად, არ ჰყავს.

„დაიშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, არ ვიცი, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღესაც კი „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე პარტიაა საქართველოში და „ქართული ოცნების“ მთავარი კონკურენტია, თუმცა, მისი დეგრადაციის ხარისხი პარლამენტშიც ჩანს. პრაქტიკულად ოპოზიცია არ გვყავს, რომელიც შემოვა საგნობრივ დისკუსიაში, მოგონილ თემებს წევენ ჰაერში და ამაზე გვიწევს პასუხის გაცემა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები