გურამ მაჭარაშვილი: დღევანდელ პირობებში, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი ან ორი პატიმარი ახსენდება

დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ მოხდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი ან ორი პატიმარი ახსენდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ზოგიერთი განცხადება არ არის თავსებადი ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტთან.

“სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ზოგიერთი განცხადება არ არის თავსებადი ზოგადად სახალხო დამცველის ინსტიტუტთან. დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ მოხდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ქვეყნისთვის, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი ან ორი პატიმარი ახსენდება. კითხვა ერთხელ დავსვი და პასუხი ვერ მივიღე. თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის სახალხო დამცველმა, როგორც მაგალითად პატიმარ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. გამოდის, რომ, სამწუხაროდ, სახალხო დამცველი შერჩევით სახალხო დამცველობას და შერჩევით ადამიანის უფლებების დაცვას ირჩევს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები