საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ რეგიონულ დირექტორს, ევა ბუჟას შეხვდნენ

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ რეგიონულ დირექტორთან, ევა ბუჟასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ამერიკის შეერთებულ შტატების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერია. ჩვენ მათ გავაცანით ქვეყნაში არსებული უმძიმესი დემოკრატიული ვითარება, თუმცა აღვნიშნეთ, რომ საქართველომ ევროკაშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან, მაგრამ ამასთან ერთად გვჭირდება მეტი წნეხი და ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე” იმისთვის, რომ მათ შეასრულონ შეთანხმებებით და სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი საკუთარი ვალდებულებები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, გიორგი ვაშაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას” წევრი აკაკი მინაშვილი, პოლიტიკური ჯგუფის „ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი და პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის” წევრი ჰერმან საბო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები