“რუსეთის შეჭრას მიკოლაევში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა” – საოლქო ადმინისტრაცია

მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რეგიონში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

”ომის მთელი პერიოდის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი, ბოლო ერთი დღის განმავლობაში – ორი ადამიანი,” – თქვა მან ბრიფინგზე.

მისი თქმით, საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში 3700-ზე მეტი ინფრასტრუქტურული ობიექტი და სამოქალაქო ობიექტი დაზიანდა ან განადგურდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები