“რუსეთთან ომში ჩიხი უკრაინის ვარიანტი ნამდვილად არ არის” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ამჟამად ომის ზოგიერთ მიმართულებაზე დეოკუპაციის მომენტი ოდნავ შენელებულია და პირიქით, არსებობს რუსეთის მხრიდან შეტევის საფრთხე.
ამის შესახებ მან Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მტერზე კონტრშეტევა მოითხოვს დიდი რაოდენობით იარაღს, საბრძოლო მასალას, საბრძოლო აღჭურვას და ა.შ. ხომ არ ნიშნავს ეს უკრაინისთვის, რომ ომი ჩიხში შედის, რაზეც ზელენსკიმ თქვა, “ჩიხი – ეს ჩვენი ვარიანტი არ არის”.
“ჩიხი არ არის ჩვენი ვარიანტი. ასეთ მდგომარეობაში ვერ ვიცხოვრებთ, საომარი მოქმედებების მდგომარეობაში. ვეჩვევით, ყველა ადამიანები ვართ, ჩვენი მოსახლეობა ძლიერია და შეუძლია, მოერგოს ასეთ პირობებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლა და უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია ძლიერ იარაღზეა დამოკიდებული, დასავლეთის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და სანქციების ძლიერ პოლიტიკაზე.
“ამაზეა დამოკიდებული და არამხოლოდ ჩვენი ხალხის, ხელისუფლებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებაზე. ამიტომ, ჩიხი ნამდვილად არ არის ჩვენი ვარიანტი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge