მაია ბუწაშვილი – “მაიმუნის ყვავილზე”: ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ვართ მზად, ვიდრე ეს იყო კოვიდის შემთხვევაში

„მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ სამედიცინო საზოგადოება მომზადებულია”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ინფექციის წინააღმდეგ უკეთ ვართ მომზადებული, ვიდრე კოვიდის შემთხვევაში ვიყავით.

“იმედია, ეს ინფექცია პანდემიურ ხასიათს არ მიიღებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც უფრო მეტად ვართ მზად, ვიდრე ეს იყო კოვიდის შემთხვევაში. არსებობს არაერთი ვაქცინა, ანტივირუსული პრეპარატები და არსებობს მოსახლეობის იმუნური ფენა. ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან 1980 წლამდე, აცრილები არიან ყვავილზე და დაახლოებით 80 პროცენტზე მეტი დაცვა აქვთ „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგაც“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორია „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები