ნიკოლოზ სამხარაძემ რან გიდორთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ისრაელის ელთან, რან გიდორთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს საქართველოს და ისრაელს შორის არსებული ურთიერთობები და განიხილეს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა საკითხი.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისრაელის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში საქმიანობის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები