ამირან გამყრელიძე: საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” სავარაუდო შემთხვევას იკვლევენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” სავარაუდო შემთხვევაზე კვლევები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.
“გასულ კვირას იყო ორი ასეთი შემთხვევა, რაც გამოვიკვლიეთ და ერთი შემთხვევა არ დადასტურდა, მეორე შემთხვევა განხილულ იქნა, როგორც სავარაუდო შემთხვევა და ახლა მიმდინარეობს კვლევები. ჯერჯერობით, ოფიციალური დადასტურებული პასუხი არ გვაქვს, ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.