მამუკა მდინარაძე: არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი, რუსული ნარატივის შემოტანა კოორდინებული მოქმედებების ნაწილია

„არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი, რუსული ნარატივის შემოტანა, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა და, ამ მიმართულებით, შანტაჟის მცდელობები ერთი შეკრული, კოორდინებული მოქმედებების ნაწილია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი ეს მოგონილი ამბავია, რომელზე დაყრდნობითაც გაბრაზებული კომენტარები უპერსპექტივოა.

„არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი, რუსული ნარატივის შემოტანა, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა და, ამ მიმართულებით, შანტაჟის მცდელობები ერთი შეკრული, კოორდინებული მოქმედებების ნაწილია, რომელიც უბრალოდ იმიტომ არ გავა ამ ქვეყანაში და არც ქვეყნის გარეთ, რომ მოგონილ ამბავს ეფუძნება. მოგონილ ამბებზე დაყრდნობით გაბრაზებული კომენტარები, უბრალოდ, უპერსპექტივოა. დიახ, არაფორმალური მმართველობა მოგონილი ნარატივია. თუ დღეს საქართველოში ვინმე ფიქრობს, რომ არაფორმალური მმართველობა გვაქვს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ის სუპერსუბიექტურია. ამაზე მეტი სუბიექტურობა არ შეიძლება. ადამიანი არანაირ კონტექსტში, პოლიტიკაში არ ერევა“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები