მამუკა მდინარაძე: საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოში გატარებული რეფორმები პოზიტიურ შეფასებასა და დაფასებას ნამდვილად იმსახურებენ

“საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოში გატარებული რეფორმები ნამდვილად იმსახურებენ შეფასებასა და დაფასებას იმგვარს, რომ საქართველოში უნდა იყოს რეალური მოლოდინი ევროპის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების და ეს მოლოდინი სტატუსის მიღებაში უნდა აისახოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სხვა ქვეყნებს ყველა პარამეტრით წინ უსწრებს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველა პარამეტრით ჩვენ წინ ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს, წინ ვუსწრებთ ასოცირებული ტრიოს ჩვენ მეგობარ ქვეყნებს, ყველა კრიტერიუმითა და პარამეტრით. თუ სხვის მიმართ იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება, ჩვენ ამას ვისურვებთ და ვუსურვებდით, რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართაც ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. რაც შეეხება ცალკეული კონკრეტული ლობისტების განცხადებებს – თავისი სახელი დავარქვათ, ეს არის ვიწრო ლობისტური ინტერესებიდან გამომდინარე თავდასხმა და შეტევა არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ – ქართულ სახელმწიფოზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები