ირაკლი ზარქუა: კუბილიუსი და იუკნევიჩიენე არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების გამტარებლები
ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი რასა არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების გამტარებლები. ისინი იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების ინტერესების დამცველები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია იმ ევროპარლამენტარების პოზიცია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავენ და არა – კონკრეტული დამნაშავეების.
„მგონია, რომ ისინი არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს. ამიტომაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმ ევროპარლამენტარების პოზიცია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავენ და არა – კონკრეტული დამნაშავეების, როგორიც არის სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.