გია ვოლსკი: კუბილიუსისა და იუკნევიჩიენეს განცხადება არის მოწოდება, რომ ხელისუფლება ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ევროსტრუქტურებისკენ ამ შემთხვევაში გაგეხსნებათ გზა

ევროპარლამენტარების – ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადება არის მოწოდება – არჩევანი გააკეთეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩიეთ, ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ევროსტრუქტურებისკენ ამ შემთხვევაში გაგეხსენებათ გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების – ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს წერილი არის მოწოდება კონკრეტული პარტიის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია.

“ეს არის მოწოდება კონკრეტული პარტიის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, რადგან ვერანაირ სხვაობას აღნიშნულ განცხადებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებებში ვერ ვხედავ და არც შეიძლება, იყოს. რომელია ისეთი საკითხი, რასაც ჩვენი გუნდი შეფარული მმართველობის პირობებში ახორციელებს? დაგვისახელონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები