პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნათელა თურნავას კანდიდატურას კენჭს უყრის

????????????????????????????????????

ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე წარმოდგენილი ნათელა თურნავას კანდიდატურის არჩევის საკითხი დაამატა.

პარლამენტის ინფორმაციით, 7 – 10 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგს, ასევე, ოცამდე განსახილველი საკითხი დაემატა, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსში და საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტები. სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, ახლებური რედაქციით ყალიბდება მარტოხელა მშობლის განმარტება, ხოლო საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებით საგადასახადო შეღავათი გავრცელდება როგორც მარტოხელა დედაზე, ასევე მარტოხელა მამაზე.
კერძოდ, მოქმედი ნორმით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. კანონის მიღების შემდეგ, ანალოგიური შეღავათით ისარგებლებენ მარტოხელა მამის სტატუსის მიმღები პირებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები