დღეს პარლამენტში ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ე.წ. თავისუფალი ტრიბუნა გაიმართება. ამ ინიციატივით პარტია „ლელო“ გამოვიდა.

რეგლამენტის მიხედვით, თავისუფალი ტრიბუნა არის სპეციალური საპარლამენტო ფორმატი, როცა ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს უფლება აქვთ, სესიის განმავლობაში ორჯერ 30-წუთიანი გამოსვლით ისარგებლონ.

თავისუფალ ტრიბუნამდე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება და დღის წესრიგით განსაზღვრულ კანონპროექტებს განიხილავენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები