მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი  7 ივნისს სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებთან, ასევე ნიდერლანდების სამეფოში წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნიდერლანდების სამეფოს პოლიტიკური წრეების მხარდაჭერის მობილიზება, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები