ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი, მათ შორის, გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს
ევროკავშირის ოფისთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ასევე, დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი.
როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეებმა ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების შეურაცხმყოფელი ბანერები მიიტანეს და ევროკავშირის დროშის დაწვაც სცადეს.