რამდენი ჟურნალისტი ემსხვერპლა უკრაინაში რუსეთის შეჭრას – უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას დღემდე 32 ჟურნალისტი შეეწირა.

ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ ტელეგრამის არხზე დაწერა.

„წელს ჟურნალისტის დღეს განსაკუთრებული სიმწრის გემო აქვს. სრულმასშტაბიანი ომის მე-4 თვე – დავკარგეთ 32 ჟურნალისტი. ომის 8 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ. მარადიული ხსოვნა ჩვენს მებრძოლებს მოწინავე საინფორმაციო ფრონტზე“, – დაწერა მინისტრმა.

მისი თქმით, დღეს 24-საათიან რეჟიმში მომუშავე ჟურნალისტები გმირები არიან.

“ჩვენ ვაწარმოებთ ჰიბრიდულ ომს, მსოფლიოს ისტორიაში ასეთი მასშტაბით პირველად და დღეს თქვენი როლი ფასდაუდებელია – ისევე, როგორც თქვენი პასუხისმგებლობა, თქვენი თავდადება, შეუპოვრობა და გამბედაობა”, – დასძინა ტკაჩენკომ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები