ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საკაოში, ლაგვანთაში, მაჟიეთსა და ხიდეშლებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან სერგო ხიდეშელთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პირადად გაეცნო.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 649 999 71 ლარს შეადგენს და მისი დასრულება მიმდინარე წლის ივლისის თვეში იგეგმება.
286027136_381899687311723_3002219059581156914_n.jpg

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები