შალვა პაპუაშვილი:  ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო – მის მიერ შექმნილი გენიალური მემკვიდრეობა სიცოცხლეს გააგრძელებს 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ბატონი თემურის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული კულტურისთვის, თუმცა, მის მიერ შექმნილი გენიალური მემკვიდრეობა სიცოცხლეს გააგრძელებს და მომავალშიც კიდევ ბევრის შთაგონების წყარო იქნება.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და ჩვენს საზოგადოებას”,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები