თეა წულუკიანი: დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ – განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ.
ბოლო დღეებში, იმედით შევყურებდით განგებას და გვჯეროდა, რომ ეს არ მოხდებოდა.
განუზომელია დანაკლისი, ამის შესახებ ბევრი ითქმება და დაიწერება.
ჩემი ვალია, გითხრათ მადლობა, ბატონო თემურ. მეგზურობისთვის, ღიმილისათვის, რჩევისა და დახმარებისათვის!
ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული.
ვიზიარებ ქალბატონი ნანისა და დიდი, სახელოვანი ოჯახის ამ დიდ მწუხარებას!
გისამძიმრებთ ყველას”,- წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.