გაეროს გენერალური მდივანი უკრანაში ომის შესახებ: კონფლიქტი სამმაგ გლობალურ კრიზისს იწვევს
გაეროს მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში ქმნის სამმაგ გლობალურ კრიზისს, მაგრამ ომს მაინც კონფლიქტს უწოდებს. აღნიშნულის შესახებ მან პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის 100 დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
„კონფლიქტმა უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, გამოიწვია აღუწერელი ნგრევა, იძულებით გადააადგილა მილიონობით ადამიანი, გამოიწვია ადამიანების უფლებების დაუშვებელი დარღვევა და გაააქტიურა სამმაგი გლობალური კრიზისი – სასურსათო, ენერგეტიკული და ფინანსური – რომელიც ურტყამს ყველაზე დაუცველ ქვეყნებსა და ეკონომიკას… მე მოვუწოდებ დაუყოვნებლივ შეაჩერონ ძალადობა, უზრუნველყონ ჰუმანიტარული დერეფანი ყველა გაჭირვებულისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, რომლებიც საომარი მოქმედებების რაიონებში ხაფანგში აღმოჩნდა“, – განაცხადა გუტიერეშმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გაერო პირველივე დღეებიდან მხარს უჭერს უკრაინას დაძლიოს კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგები.