ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მრავალი აქტივობები მოეწყო

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო 1950 წლიდან აღნიშნავს. მისი მიზანია მსოფლიო საზოგადოების მობილიზება ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მრავალი აქტივობები მოეწყო;

ანიმატორების შოუ, ოჩოს შოუ, რობოტების შოუ, სახეზე ხატვა, ასფალტზე ხატვა, ადგილზე ხატვა, ანიმაციური გმირები, ბევრი მხიარულება, უამრავი ბუშტებით გაფორმებული გარემო.

გაიმართა ესეების, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ მონაწილეებისა და გამარჯვებულების დაჯილდოება.

ყველაზე მხიარული დღე კი საბავშვო ვოკალური სტუდია „ლა-პრიმას“ კონცერტით დასრულდა.

სტუდია სპეციალურად ამ დღისთვის ესტუმრა ლაგოდეხს. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სტუდიის ხელმძღვანელს, ნინო ლომიძეს და მის, ძალიან ნიჭიერ მოსწავლეებს დღევანდელი დღის გალამაზებისთვის.

დღის ბოლოს კი, „ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ორგანიზებით, კ/თ „სინემაში“, გაიმართა ფილმის ჩვენება „12 გაკვეთილი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები