სერგეი გაიდაი – უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიბრუნეს

უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიბრუნეს, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეიარაღებული ძალები მტრის წინააღმდეგ გმირულად იბრძვიან.

„ბევრჯერ მსმენია, რომ სევეროდონეცკი მთლიანად დაიპყრო რუსეთის არმიამ. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ არა, სრულად ვერ აიღეს. უფრო მეტიც, თუ ადრე იყო რთული ვითარება – იყო ოკუპირებული ტერიტორიის დაახლოებით 70%, ახლა დაახლოებით 20% უკან დავიბრუნეთ“, – განაცხადა გაიდაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები