გიორგი ცუცქირიძე: პირველი კვარტლის სტატისტიკაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით

პირველი კვარტლის სტატისტიკაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების, კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალი 14.4%-იანი ზრდა ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდითაც იყო განპირობებული.

„ეკონომიკური ზრდის კვარტალური შეფასება კერძო სექტორის აქტივობის ისეთი პარამეტრებით ფასდება როგორიც საწარმოთა ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების მაჩვენებლებია და გარკვეულწილად წლიურ ტენდენციასაც გვიჩვენებს.

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკური აქტივობის მოსალოდნელზე მაღალი 14.4%-იანი ზრდა ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდითაც იყო განპირობებული.

2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.2%-ით გაიზარდა და 38.6 მლრდ. ლარი შეადგინა. ბრუნვასთან ერთად გაზრდილია ბიზნეს სექტორის გამოშვებაც, რაც 14.1 მლრდ. ლარს გაუტოლდა და 37.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია პირველ კვარტალში მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 46.8 პროცენტით, ხოლო მცირე საწარმოების გამოშვება, რაზეც დასაქმების ყველაზე დიდი წილი მოდის, 39.2%-ით არის გაზრდილი.

საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია ყველა სექტორში. ხოლო  ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი როგორც ვაჭრობის (ზრდა 31.2%), და ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზრდა 36.9%) სექტორებში, ასევე დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 59.3%) მიმართულებით.

ამასთან, 2022 წლის პირველ კვარტალში გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სწორედ დამამუშავებელი მრეწველობის ზრდამ (ზრდა 42.0%), ვაჭრობის (ზრდა 31.4%), მშენებლობის (ზრდა 31.8%)  ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზრდა 40.9%), საკვების მიწოდების საქმიანობების (ზრდა 85.1%), ინფორმაციის და კომუნიკაციის (ზრდა 31.3%), უძრავი ქონებასთან დაკავშირებული (ზრდა 44.7%),  გამოშვების ზრდასთან ერთად.

2022 წლის პირველ კვარტალში, ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 8.2%-ით (50.9 ათასით)  გაიზარდა (მათ შორის 2019 წელთან შედარებით გაზრდილია 1.5%-ით და 673.6 ათასი შეადგინა.

2022 წლის პირველ კვარტალში დასაქმების ზრდასთან ერთად ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა 15.3 პროცენტით (196.2 ლარით) გაიზარდა და 1,479.7 ლარი შეადგინა.

პირველი კვარტლის სტატისტიკაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების, კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის და ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები