გოგი მეშველიანმა ბოლნისში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი მირიანაშვილსა და მერიის სამსახურების უფროსებთან – კონსტანტინე კორძაძესა და პაპუნა მუშკუდიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისოფელსა და ვანათში მოსახლეობას წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოუგვარდა. ამიერიდან ადგილობრივები გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ გადაადგილებას.
სოფლებში გზის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა და პროექტის ფარგლებში, ჯამურად, 1 475 გრძივ მეტრზე მოეწყო ბეტონის საფარი, ხოლო ხატისოფლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები, 580 გრძივ მეტრზე ადგილობრივი ბაზალტი დაიგება“, – აღნიშნა გოგი მეშველიანმა
სამუშაოები საერთო ღირებულება 1 444 400 ლარს შეადგენს რაც „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, უმოკლეს ვადებში მოეწყო დროებითი, შემოსავლელი გზა და ვიდრე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდება მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ შეუფერხებლად გადაადგილდნენ.
საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი წერეთელს.