დღეს ბაქოდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შეუსრულდა

კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ, დღეს ბაქოდან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შეუსრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, “აზერბაიჯან ეარლაინს”-ის პირველ რეისს ბათუმში 100-მდე ტურისტი ჩამოჰყვა.

როგორც ცნობილია, ავიაკომპანია „აზერბაიჯან ეარლაინსი“ ფრენებს ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შეასრულებს.

აზერბაიჯანელ ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – თინათინ ზოიძე და აზერბაიჯანის კონსული – პარვიზ ისმაილზადა დახვდნენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ბათუმის აეროპორტში ფრენების რაოდენობის მზარდი დინამიკაა. არსებული მონაცემებით, ბათუმის მიმართულებით ფრენები ხუთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო: Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. მათ შორის, ავიაკომპანიებმა Airbaltic და Uzbekistan Airways ფრენები წელს პირველად რიგიდან და ტაშკენტიდან შეასრულა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები