ლარი გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0076 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0307 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0231 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2163 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2477 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0314 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები