ანრი ოხანაშვილი: რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობდა მექანიზმს, რომ მოსამართლეთა აზრი კი არ ყოფილიყო გათვალისწინებული, არამედ – იმ მცირე ჯგუფის, რომელიც არ განასახიერებდა სასამართლო ინტერესებს

ოპოზიციის რადიკალური ფრთა ჩვენ გვთავაზობდა მექანიზმს, რომ მოსამართლეთა აზრი კი არ ყოფილიყო გათვალისწინებული, არამედ – იმ მცირე ჯგუფის, რომელიც არ განასახიერებდა სასამართლო ინტერესებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ინტერესში შედიოდა სასამართლო სისტემის ბლოკირება, ისეთი ინსტრუმენტების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდებოდა.

„მათ ინტერესში შედიოდა სასამართლო სისტემის ბლოკირება, ისეთი ინსტრუმენტების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდებოდა. მათ ამით გააოცეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც, ვინაიდან გვთავაზობდნენ ისეთი ტიპის მოსაზრებებს, მიდგომებს, რომელიც თავდაყირა აყენებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. ევროპის საბჭო ყველა თავის რეკომენდაციაში აღნიშნავს, რომ მოსამართლეები თვითონ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ ეხებათ, რადგან არცერთ სხვა სახელისუფლებო შტოს არ ჰქონდეს სასამართლოზე ზემოქმედების ბერკეტი. თუმცა, საუბარია იმაზეც, რომ ამ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ სხვა პროფესიის წარმომადგენლები, რადგან ეს საკითხები შეეხება საზოგადოებას. ოპოზიციის რადიკალური ფრთა ჩვენ გვთავაზობდა მექანიზმს, რომ მოსამართლეთა აზრი კი არ ყოფილიყო გათვალისწინებული, არამედ – იმ მცირე ჯგუფის, რომელიც არ განასახიერებდა სასამართლო ინტერესებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები