ლევან იოსელიანი საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, სტუმარს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსა და სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა გავაცანი. სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხზე საქართველოს პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ნატოს ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, სადაც აღნიშნა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რის წინაშეც საქართველო რუსეთის აგრესიის გამო დგას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მრავალმხრივ თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები