ზესტაფონში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზესტაფონის მერიამ კულტურული, გასართობი და მხატვრული ღონისძიებებით აღნიშნა.
1 ივნისის ღონისძიებები მე- 7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგანგებოდ მომზადებული მუსიკალური პროგრამით გახსნეს. ღონისძიებას ზესტაფონის მერი, ვასილ, გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტან ღამბაშიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერმა, ბავშვებს 1 ივნისის დღესასწაული მიულოცა და მათთან ერთად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს დაესწრო.
ვასილ გველესიანმა ასფალტზე ხატვის კონკურსის მონაწილეთა ნახატები დაათვალიერა, რომელიც 1 ივნისის დღის აღსანიშნავად ტრადიციულად იმართება მუნიციპალიტეტში. კონკურსის მონაწილეებს ფასიანი საჩუქრები გადასცა და წარმატებები უსურვა.
1 ივნისის ღონისძიებები კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამით გაგრძელდება. 18:00 სთ-ზე კი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრში ჰ.კ ანდერსენის პრემიერა „ნამცეცა“ გაიმართება.