კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა
კატარში საქართველოს საელჩოს და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company) ხანგრძლივი თანამშრომლობის და მუშაობის შედეგად, პირველად საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა.
კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა. სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ცნობადობის ამაღლების მიზნით, დოჰაში, სასტუმროში Ritz Carlton-ში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.