“კრემლის გარანტიები საკმარისი არ არის” – კიევი პორტების განბლოკვის საკითხს გამოეხმაურა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ქვეყნის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინას სურს, მიიღოს გარანტიები გაერო-სა და მესამე ქვეყნებისგან.

ამის შესახებ მან იტალიურ გაზეთ Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, კრემლის ცალმხრივი გარანტია საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება, რომ შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა მესამე ქვეყნებმა აიღონ. ჩვენ ასევე მოხარულნი ვართ გაერო-ს ჩარევით. ჩვენ, პირველ ყოვლისა, დაინტერესებულნი ვართ, რომ მარცვლეული მოხვდეს იმ ქვეყნებში, სადაც ის სჭირდებათ“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, აქ მთავარი ფაქტორია დრო და კატასტროფული შედეგების თავიდან ასაცილებლად პორტების განბლოკვა უახლოეს ორ კვირაში უნდა მოხდეს.

„რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი იქნება ომის დასრულება, მაგრამ პუტინს ეს არ სურს“, – თქვა კულებამ.

უკრაინული პორტების განბლოკვის საკითხს რუსეთის პირველი დიპლომატი გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ამისთვის აუცილებელია, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა განაღმონ სანაპირო წყლები, რომლებიც არის უკრაინულ ტერიტორიულ წყლებში და რომლებიც დანაღმულია”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები