ლავროვმა მარცვლეულით დატვირთული უკრაინული გემების განბლოკვის პირობა დაასახელა

რუსეთი მზად არის, უზრუნველყოს უკრაინის პორტებიდან ხმელთაშუა ზღვაში მარცვლეულით დატვირთული გემების შეუფერხებელი გავლა იმ პირობით, თუ უკრაინა „განაღმვის საკითხს მოაგვარებს”.

ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვა განაცხადა.

„ამისთვის აუცილებელია, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა განაღმონ სანაპირო წყლები, რომლებიც არის უკრაინულ ტერიტორიულ წყლებში და რომლებიც დანაღმულია“, – განაცხადა ლავროვმა.

ამავდროულად, მანვე აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციამ დიდი ხანია, გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო მსოფლიოში წარმოქმნილი სურსათის პრობლემის გადასაჭრელად“, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რა ჰქონდა მხედველობაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები