კახა კუჭავა: თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს – გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

“თითოეულ პოლიციელს ვულოცავ პროფესიულ დღეს! პატივია, ემსახურო შენს ქვეყანას, დაიცვა მოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ამავდროულად, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.

გჯეროდეთ, თქვენს პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული! გამოწვევა ჯერ კიდევ ბევრია და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში წარმატებას გისურვებთ!

მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, გადაგიხდით დიდ მადლობას, მადლობა თქვენს ოჯახებს და კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს! გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!”, – წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები