გიორგი ხელაშვილი: ნატო-ს წევრი ქვეყნების ყურადღება ახლა კონცენტრირებულია სტრატეგიულ საკითხებზე

“გადაჭრით შეიძლება, ითქვას, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ყურადღება ახლა სტრატეგიულ საკითხებზეა კონცენტრირებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეპყრობიან, როგორც ძალიან სანდო პარტნიორს.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, მათ შორის, წამყვან ქვეყნებთან – ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და სხვა დელეგაციებთან. იქ არ გამოკვეთილა რამე ფორმით საქართველოს შიდა პოლიტიკით დაინტერესება, იმ თვალსაზრისით, რომ არის რამე პრობლემაა, რამაც შეიძლება დააბრკოლოს, ან ხელი შეუშალოს საქართველოს პროგრესს. პირიქით, საქართველოს ეპყრობიან, როგორც ძალიან სანდო პარტნიორს, რომელთანაც აუცილებელია თანამშრომლობა. თუ ოდესმე ყოფილა თავდაჯერება და სოლიდარობა საქართველოს მიმართ, სწორედ ახლა, ივნისის სამიტის წინაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონსენსუსი საქართველოს ალიანსში დაუყოვნებლივ მიღებაზე შეიძლება, მოსალოდნელი იყოს“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები