საქართველოს პრემიერმინისტრი ისრაელს ეწვია

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყება.
“გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს.

საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები