ირაკლი კობახიძე: მაკრონს თვითონ ედავებიან თავის პოზიციასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებით; როცა მის წერილს იყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია გააკრიტიკონ, ეს აბსოლუტურად გაუგებარია

ირაკლი კობახიძე იმ დეპუტატების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც მმართველ გუნდს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წერილის გამო აკრიტიკებენ. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის კვირაში“ ისაუბრა.

„მაკრონს თვითონ ედავებიან, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, თავის პოზიციასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებით. როცა მაკრონის ამ წერილს იყენებს ვიღაც, იმისთვის რომ ჩვენი პოზიცია გააკრიტიკოს, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ არ აქვთ არანაირი ფაქტები“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები