ირაკლი კობახიძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: შეთავაზება ძალაშია, თუმცა, იმედი თანდათან გვეწურება – მათ არ სურთ აპრიორი წაგებულ დებატებში შემოსვლა
შეთავაზება ძალაშია, თუმცა იმედი თანდათან გვეწურება. მათ არ სურთ აპრიორი წაგებულ დებატებსა და დისკუსიაში შემოსვლა, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.
,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ეჭვი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მათ მიერ შეთავაზებულ დებატების პლატფორმას არ გამოიყენებს.
„შეთავაზება არის ძალაში, თუმცა იმედი თანდათან გვეწურება. გახსოვთ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ იგივე შეთავაზება გავუკეთეთ მაშინ ოპოზიციას და ყველამ დებატებზე უარი განაცხადა. რატომ? იმიტომ, რომ სინამდვილეში არჩევნები არ იყო გაყალბებული და სათქმელი არაფერი გააჩნდათ. აპრიორი დებატები და დისკუსია წაგებული ჰქონდათ. ამ შემთხვევაშიც იგივეა. მათ არ სურთ აპრიორი წაგებულ დებატებსა და დისკუსიაში შემოსვლა“, – აღნიშნა კობახიძემ.