გიორგი ხელაშვილი: საქართველოს უნდა მიეცეს ძალიან მკაფიო გზა, საგზაო რუკა იმისთვის რომ ალიანსში გავწევრიანდეთ
“საქართველოს უნდა მიეცეს ძალიან მკაფიო გზა, საგზაო რუკა იმისათვის რომ ჩვენ ალიანსში გავწევრიანდეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ნატოს მადრიდის სამიტზე იქნება უპირველესად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ნატოს მხრიდან. ეს არის ჩვენი სათხოვარი პოზიცია ყველა დელეგაციასთან ნატოს ცენტრალურ სტრუქტურებში. საქართველოს უნდა მიეცეს ძალიან მკაფიო გზა, საგზაო რუკა იმისათვის რომ ჩვენ ალიანსში გავწევრიანდეთ. ახლა ნებისმიერი უკან დახევა, ნებისმიერი ყოყმანი საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება არასწორად იყოს გაგებული რუსეთის მიერ, რაც არასასურველია არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ხელაშვილმა.