ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის უკიდურესად გაკოტრებული და მათ თვითონ გაიკოტრეს საკუთარი თავი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია უკიდურესად გაკოტრებულია. მისი შეფასებით, ეს დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის საბოტაჟის მცდელობებით.

„ყველამ ყველაფერი იცის სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია რაც არის. ჩვენ სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია ნათელია. საქართველო არ იქნება გამოყენებული გვერდის ავლისთვის. ყველაფერი არის ცხადი და ნათელი. არცერთი ფაქტი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სადმე მოხდა რამეს გვერდის ავლა. სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც სვამს ასეთ შეკითხვას, თუმცა, ეს მათი უფლებაა და, ბუნებრივია, ამ კითხვას გაეცემა პასუხი.

ოპოზიცია არის უკიდურესად გაკოტრებული და მათ თვითონ გაიკოტრეს საკუთარი თავი. მათ შორის, ეს ყველაფერი დაიწყო იმ საბოტაჟიდან, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია არის უკიდურესად სუსტი და ამის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ ისინი დღეს საპარლამენტო სესიას სათანადოდ არ ესწრებიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები