“ჯონსონმა ზელენსკის ახალი ევროპული ალიანსის შექმნა შესთავაზა” – Corriere Della Sera

ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი ევროპული ალიანსის შექმნა შესთავაზა, რომელიც ევროკავშირის ალტერნატივა უნდა გახდეს.

ამის შესახებ Corriere Della Sera წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ირკვევა, რომ ამ ალიანსში შესაძლოა, შევიდნენ პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, დროთა განმავლობაში, შესაძლოა – თურქეთიც.

აღინიშნა, რომ ალიანსის წევრებს გააერთიანებს ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა, ლიბერალური ეკონომიკური მოდელები, ასევე, რუსეთის საფრთხის ეფექტურად შეწინააღმდეგების სურვილი და ამ მიმართულებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯებით უკმაყოფილება.

გამოცემის ცნობით, ჯონსონმა თავისი იდეა ზელენსკის პირველად 9 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს წარუდგინა, თუმცა, უკრაინის პრეზიდენტს წინადადებისთვის ჯერ არ უპასუხია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები