ქობულეთში დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 104 წლის იუბილე სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, აქტივობები 12:00 საათიდან დაიწყო.

მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი.

ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა კონცერტი გამართეს.

მუნიციპალიტეტის მერმა საპატიო ქობულეთელები დააჯილდოვა.

„მინდა მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენს ქვეყანას ერთიანობას, მშვიდობასა და ძლიერებას ვუსურვებ”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები