რუსეთმა უკრაინიდან ამ დროისთვის უკანონოდ 238 ათასზე მეტი ბავშვი გაიყვანა, – ნათქვამია უკრაინის ომბუდსმენის ანგარიშში.
“26 მაისის მდგომარეობით, აგრესორი ქვეყანა აგრძელებს უკრაინელი მოქალაქეების გაყვანას რუსეთში და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დღესდღეობით ცნობილია, რომ რუსეთის საზღვარი 238 329 ბავშვმა გადაკვეთა”, – ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნულია, რომ ომის დროს მოსახლეობის დაცვის შესახებ ჟენევის კონვენციის 49-ე მუხლით, იძულებითი (ინდივიდუალური ან მასობრივი) განსახლება ან დეპორტაცია აკრძალულია.
„თუმცა, რუსეთი მიმართავს უკანონო ქმედებებს, უგულებელყოფს ომის წესებს“, – ხაზს უსვამენ ომბუდსმენის ოფისში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge