კარლ ჰარცელი: ჩემი პროგნოზით, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით დასკვნას 2-3 კვირაში წარადგენს

ჩვენ ჯერ კიდევ ველით იმ დროს, როცა ევროკომისია წარადგენს თავის მოსაზრებას საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე, ასევე, უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციებზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით დასკვნას 2-3 კვირაში წარადგენს.

„მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და პატივი მივაგო სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს აქ ვიხილეთ. ისინი ემსახურებიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას, არამედ იცავენ ევროპულ ღირებულებებს მსოფლიოს მასშტაბით: ავღანეთში, აფრიკაში და სხვაგან. გილოცავთ ყველას. ჩვენ ჯერ კიდევ ველით იმ დროს, როცა ევროკომისია წარადგენს თავის მოსაზრებას საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე, ასევე უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციებზე. ვვარაუდობ, რომ ეს მომდევნო 2-3 კვირის ვადაში მოხდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები