საქართველოში შვეიცარიის საელჩო: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, თქვენი მეგობრობისა და სიკეთის მადლიერნი ვართ და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, თქვენი მეგობრობისა და სიკეთის მადლიერნი ვართ და გისურვებთ მშვიდობას, წარმატებასა და კეთილდღეობას, – საქართველოში შვეიცარიის საელჩო ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“წელს ჩვენ აღვნიშნავთ შვეიცარიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს. 30 წელია, შვეიცარია და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. შვეიცარიას წვლილი შეაქვს მშვიდობის დამყარებაში. წელს დავიწყეთ ახალი ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამა, რაც შვეიცარიის საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის დასტურია“, – ნათქვამია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები